„ჩვენ ყოველთვის ერთად ვიქნებით და ყველაფერს შევძლებთ ერთად. ჩვენ უნდა გავაჩეროთ ეს დამნაშავეთა ჯგუფი, ნებისმიერი“, მიმართა პანკისის ხეობიდან თბილისში ჩამოსულმა, სუს-ის სპეცოპერაციისას საკუთარ სახლში დაჭრილი და შემდგომ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან, ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციაზე შეკრებილებს.
„მე მაქვს იმედი, ჩვენ ამას შევძლებთ. შევძლებთ. ძალა ერთობაშია! ჩვენ ამას კი არა, მე გპირდებით, ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ. ჩვენ ერთად, ჩვენ ერთად, დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ. გვქონდეს იმედი, რომ შევძლებთ ჩვენ ყველაფერს ერთად. და მექნება თხოვნა, ნუ დავრჩებით სახლებში, გამოვიდეთ, დავდგეთ და მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც გულში გვაქვს ჩაფიქრებული“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.