„ჩვენ ვუსმენდით ანაფორიან ფაშისტებს“, განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“, 1 ივნისს, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშრის“ მიერ გამართულ აქციის შეფასებისას, სადაც მამა დავით ისაკაძემ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას „ამაზრზენი უწოდა.
გვარამიამ თქვა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში მირზა სუბელიანის შვილის გარდა, სამღვდელოების წარმომადგენლის, დეკანოზ შიო მენაბდის შვილი იყო ჩართული.
ნიკა გვარამიას თქმით, გუშინდელ „მართლმადიდებელ მშობელთა კავშრის“ აქციაზე, მამა დავით ისაკაძის გვერდით სწორედ დეკანოზი შიო მენაბდე იდგა.
გვარამიამ განაცხადა, რომ უსამართლობაა, როცა დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხეში ზის, ხოლო მამა დავით ისაკაძე გარეთაა.
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციას „ამაზრზენს და სამარცხვინოს“ უწოდებს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წარმომადგენელი, მამა დავით ისაკაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად „ფაშისტური ნაციონალური პარტია“ იყენებს.
„ამაზრზენი აქცია, სამარცხვინო აქცია, რომელმაც ფაქტობრივად შეგვზარა თავისი სიმახინჯით, ფორმით, რადგანაც ადამიანის პიროვნულ ტრაგედიას, ფაშისტური ნაციონალური პარტია იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და არანაირი გულშემატკივრობა არ აქვთ ამ ადამიანებს, არამედ პირიქით, მათ იყენებენ თავიანთი ბინძური საქმეების ასაღორძინებლად, რასაც ისინი 9 წლის მანძილზე საქართველოში სჩადიოდნენ. ჩვენ ვემიჯნებით ყოველივე ამ უმსგავსობას.
„ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, მთელს ერს, შეწყდეს ყოველგვარი დაპირისპირება. მათი მოწოდებები ხელისუფლების დამხობის შესახებ, გადადგომის შესახებ, სწორედ ემსახურება ერთ რამეს - რევოლუციას, რომელსაც ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს. გვეყო ამდენი რევოლუცია. ჩვენი მიზანია, ყველას მოგიწოდებთ, საქართველოს ღირსეულ შვილებს, მართლმორწმუნეს, არაეკლესიურ ადამიანს, თავი შეიკავეთ ფაშისტური ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტი პარტიის, ევროპული საქართველოს მხარდაჭერისაგან, რადგან ეს ადამიანები მხოლოდ დესტრუქციულ საქმიანობას აკეთებდნენ საქართველოში და მზად არიან კიდევ გააკეთონ“, განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.~
საქართველოს საპატრიარქო, 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ შეფასებას აქციასთან დაკავშირებით, ემიჯნება და მათ განცხადებას პირად ინიციატივას უკავშირებს.
„P.S. შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო“, აცხადებენ საქართველოს საპატრიარქოში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.