პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა მკვეთრად დაიძაბა. აქციაზე ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ზვიად კუპრავას დაკავება იგეგმება.
„დაგვიდექით გვერდით, ხელისუფლება პროვოკაციაზე წამოვიდა... გახარიას უწყება აპირებს ზვიად კუპრავას გაქრობას. დამიდექით ყველა გვერდით. ძირს ხელისუფლება, ან თქვენთან ერთად, ან მარტო მაინც მივაღწევ ჩემ სიმართლეს“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზვიად კუპრავამ კი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, იქვე, რუსთაველის გამზირზე მდებარე ედპ-ს ოფისთან გადაინაცვლა.
„მე ვიწყებ ბრძოლას და ამ ბრძოლის არ მეშინია“, განაცხადა კუპრავამ.
ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-მა განაცხადა, რომ ზაზა სარალიძესა და ზვიად კუპრავას შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობს და მის გვერდით არ იქნება ზაზა სარალიძე, თუმცა ცოტა ხანში სამაუწყებლო კომპანიამ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ კუპრავას და სარალიძეს შორის დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
ზაზა სარალიძემ მხარდაჭერისაკენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა.
„მოვუხმობ პოლიტიკურ პარტიებს გააერთიანონ ძალები ამ სისტემის დასანგრევად... დღეს კიდევ ერთხელ ნათლად დავინახე, რომ მთავრობა მიდის ზეწოლაზე. ყველანაირ ღონეს ხმარობს. დღემდე ვცდილობდი, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო და იმ ადამიანებისთვის, ვისაც ჩემს გვერდით დგომა შეეძლო. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს გააერთიანოს ძალები ამ სისტემის დასამხობად“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.