ზაზა სარალიძემ თანადგომისაკენ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რათა, მისი თქმით, „ერთად დავამხოთ ეს სისტემა“.
„თქვენ ძალიან კარგად შეხედეთ, რომ ესენი მოდიან აბსოლუტურად ყველანაირ პროვოკაციაზე. ცდილობდნენ ვიღაცების შემოშვებას, რომ ვიღაცები დაჭერილიყვნენ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. უკვე თვითონ მოდიან პოლიტიკურ ზეწოლაზე და მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ადამიანს, ყველა საქართველოს მოქალაქეს, დავდგეთ აქ და ყველამ ერთად დავამხოთ ეს სისტემა“, განაცხადა ზაზა სარალიძემ, რომელმაც კატეგორიულად უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასსა და ზვიად კუპრავას შორის ცოტა ხნის წინ რაიმე სახის დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
განცხადება გააკეთა ზვიად კუპრავამ, რომელმაც თქვა, რომ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება და ეს იქნება პოლიტიკური ბრძოლა, რადგან მისი თქმით, ხელისუფლებამ მათ სხვა გზა არ დაუტოვა.
„ჩვენ ყველანი ერთად შევუტევთ სისტემას, მის საბოლოო განადგურებამდე“, მიმართა კუპრავამ მომიტინგეებს.
სარალიძის, მაჩალიკაშვილის და კუპრავას მოწოდებებს უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები: ნიკა მელია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი ვაშაძე და სხვები, რომლებიც ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს და ზვიად კუპრავას კარავში ხვდებიან და მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.