მსოფლიო ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკით კმაყოფილია
05-06-2015, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილია იმ მონეტარული პოლიტიკით და იმ ღონისძიებებით, რომელსაც ატარებდა ეროვნული ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასათან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში ჰენრი კერალიმ განუცხადა.


რაც შეეხება მსოფლიო ბანკის პოზიციას ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით, ჰენრი კერალიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას სავარაუდოდ მომავალი კვირის დასაწყისში გააკეთებს.


ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადების კომენტირებისას კი, რომლის თანახმადაც, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის თხოვნის გამო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დააჭერინა, ჰენრი კერალიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ამ საუბრებს და მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება.


"ჩვენ როგორც მსოფლიო ბანკი ამ საუბრებს და მოლაპარაკებებს არ ვესწრებოდით, შესაბამისად, ჩემთვის რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება, რადგან არ ვიცით, რა შინაარსის საუბარი იყო მათ შორის", - განაცხადა კერალიმ.


რაც შეეხება თავად ეროვნული ბანკის საქმიანობას, ჰენრი კერალიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილია იმ მონეტარული პოლიტიკით, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს.


"ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკი ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მონეტარული პოლიტიკით და იმ ღონისძიებებით, რომელსაც ატარებდა ეროვნული ბანკი ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობასთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად", - აღნიშნა ჰენრი კერალიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი