შალვა ნათელაშვილი: „შეკრიბოს ივანიშვილმა თავისი გოგო-ბიჭები და უთხრას, რომ დაახვიეთ“
03-06-2018, 01:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. იგი ამბობს, რო ამის საერთაშორისო პრაქტიკა არსებობს. მისი თქმით, თვითდაშლა სხვადასხვა პერიოდში, გამოაცხადა ისრაელმა, ჩეხეთმა, ხოლო „უნგეთის კონსტიტუაციაში პირდაპირ არის თვითდაშლის მექანიზმი“ ჩაწერილი.

 


„შეკრიბოს ივანიშვილმა თავისი გოგო-ბიჭები პარლამენტარების სახით და უთხრას, რომ არის დრო მოსვლისა და არის დრო წასვლისა. არის დრო ქვების შეგროვებისა და არის დრო ქვების სროლისა. არის დრო ზეობისა და არის დრო პასუხიმგებლობისა და და ეხლა დაახვიეთ და მიეცით ხმა საკუთარ თვითდაშლას და წადით. დაუძახოს მის მაფიოზა შალელაშვილს, ბიტკოინების მილიარდერს, დაუძახოს იმ წამლების მაფიოზ ოქრიაშვილს, ჩვენი სიცოცხლით რომ ვაჭრობს, დაუძახოს იმ კაზინოების მფლობელს, ისკო დასენს, დაუძახოს მთელ იმ მაფიას, ვინც იქ უზის და გააკეთოს თვითდაშლა. არც კარავი იქნება საჭირო, არც ხალხი შეწუხდება და თვითონაც ცოტა შეიმსუბუქებენ თავიანთ მდგომარეობას“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, „კვირის აქცენტებში“ პირდაპირი ჩართვისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი