„ხალხის რაოდენობას ჩვენ გაჩვენებთ, გადაიჭედება რუსთაველი და მთელი თბილისი და ამის გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“: გიორგი ვაშაძე - პოლიტიკური აქცია 3 ივნისს, 18 საათზე განახლდება
03-06-2018, 01:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვს ქართული ოპოზიციური სპექტრი და უცვლელად ტოვებს ზაზა სარალიძის და ზვიად კუპრავას მიერ ბოლო დღეებში გაჟღერებულ მოთხოვნებს მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს გვერდში დგომისაკენ მოუწოდა და მის ამ მოწოდებას ოპერატიულად გამოეხმაურა ოპოზიცია.

 


რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ზაზა სარალიძეს, ზვიად კუპრავას, მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრა უკვე დასრულდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ 3 ივნისს, 18:00 საათზე საინფორმაციო მიტინგს გამართავენ და სამოქმედო გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.

 


„ხალხის რაოდენობას ჩვენ გაჩვენებთ. გადაიჭედება რუსთაველი და მთელი თბილისი და ამის გარანტიას ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, განაცხადა პოლიტიკური პლატფორმის, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

 

 

ოპოზიციური პარტიებიდან კარავში გამართულ შეხვედრაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ედპ“-ს, „ახალი საქართველოს“ და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი