გასული სამი დღე-ღამის განმავლობაში ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარე ღარულას, ქვედრულასა და გომრულას წყლის დონის მკვეთრი მატება გამოიწვია, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფელ ღარში დააზიანა სოფლის შიდა გზები, სანიაღვრე არხები, სახიდე კონსტრუქციები.
ონის მერიის ცნობით, დატბორილია მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მდ. ღარულამ დააზიანა წყლის ორი სათავე ნაგებობა, სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი სოფელ ღარისა და ქალაქის ერთ-ერთი უბნის, არტუანის 400 ოჯახი.

„მდინარე ქვედრულამ ქვედრულა-ქვედის დამაკავშირებელი გზა დააზიანა. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის. შექმნილია საგანგებო შტაბი. სტიქიის სავარაუდო ზარალი 1.5 მლნ ლარს აჭარბებს. ამ დროისთვის აღდგენილია ქვედი-ქვედრულას დამაკავშირებელი გზა. მდინარე ღარულას ნაპირსამაგრი ჯებირები. მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები და სტიქიის ზარალის დათვლა“, აცხადებენ ონის მერიაში.
სტიქიის სალიკვიდაციო პროცესში ჩართულია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.