„პოლიტიკური პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი, ყველა ერთად ვიბრძოლებთ და ყველა ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.
„რადგან ხელისუფლებაში იყო შეუძლებელი ჩვენი სიმართლის დამტკიცება, ჩვენი სიმართლის დადგენა, ჩვენი შვლების დამხვრეტების... (აქ, იქვე მდგომი გიორგი ვაშაძე, პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს" თავმჯდომარე, ერთვება და ხმამაღლა აცხადებს: „ყველა ერთად ვართ და ვიბრძვით ბოლომდე, ეგ არის მთავარი გზავნილი“). „ჩვენ ერთად ვართ“, განაგრძო ამის შემდეგ ისევ მაჩალიკაშვილმა, „და ვიბრძვით გამარჯვებისათვის. პოლიტიკური პარტიები, ხალხი, სტუდენტები, მოსწავლეები, გლეხი, ბერი, ყველა ერთად ვიბრძოლებთ და ყველა ერთად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას“, განაცხადა პანკისის ხეობაში სუს-ის სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში დაჭრილი და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.