ნიკა მელია: დაინგრეს სისტემაო - სისტემა არის ერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი - ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებიდან
03-06-2018, 11:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეკრებილებს მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ პოლიტიკურ პარტიებს პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა, სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საზოგადოება სისტემის დანგრევას მოითხოვს, სისტემა კი ამ ქყვეყანაში ერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილია.

 

 

ნიკა მელია შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ყოფილი პრემიერ მინისტრის მართვის სადავეებიდან ჩამოშორებაში ხედავს და 3 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საინფორმაციო მიტინგს აანონსებს, რომელზეც მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიები სამოქმედო გეგმების შესახებ განაცხადს გააკეთებენ.

 

 

„თქვენ დაინახეთ, მთელი ამ დღეები განმავლობაში, თუ როგორი ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა მთელი სისტემა, ძალოვანი სტრუქტურებით დაწყებული გაგრძელებული პოლიტიკური ხელმძღვანელობით. აი, აქ ჩვენს გვერდით დგას ორი ვერაგულად და სასტიკად მოკლული შვილი მამები, რომელთაც ნაცვლად იმისა, რომ მიეღო ახსნა-განმარტება ხელისუფლების მხრიდან, დასცინეს, შავი პიარი, პროპაგანდის წარმოუდგენელი მანქანა აამუშავეს, მოუსიეს აქ ყველანაირი ზონდერელემენტები, მთელი ამ დღეების განმავლობაში ცილი დასწამეს იმაში, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი. მე თქვენ გეკითხებით - როდესაც ერთი პოლიტიკური პარტია არის ხელისუფლებაში - შსს-ში, სუს-ში, კანცელარიაში, სასამართლოში, პარლამენტში და შენს ღირსებას ლახავს, შენი ტრაგიკული ოჯახის ღირსებას ლახავს ბოლომდე ფეხქვეშ, ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგად დაცინვა ამ ადამიანების? - ამიტომ, მეგობრებო, აქ ხშირად გაისმოდა ერთი ძირითადი მოთხოვნა სხვა მოთხოვნებთან ერთად - დასჯილიყვნენ მკვლელები და ასევე, ის ადამიანები, რომლებიც თვეების განმავლობაში აფარებდნენ ხელს მკვლელებს, ყველაზე მთავარი მოთხოვნა რაც იყო - დაინგრეს სისტემაო. ამ ქვეყანაში სისტემა არის ერთი ადამიანი და ეს ადამიანი არის ბიძინა ივანიშვილი - ეს ადამიანი უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავეებიდან", განაცხადა ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი