„მოდით ვთქვათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არის დამთავრებული. ჩვენ, ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებასთან ერთად უნდა მოვილაპარაკოთ ვადებზე - როდის გადმოაბარებს მართვის სადავეებს საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს“, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე აქციის დასრულების შემდეგ.
„შვილები დაუხოცეს ადამიანებს, ერთს მამა მოუკლეს საკუთარ ლოგინში, 18 წლის ბიჭი და მერე დააბრალეს, თითქოს მას ხელყუმბარა ჰქონდა და ესეც ვერ დაუმტკიცეს. და თვეების განმავლობაში ადამიანები ითხოვდნენ დახმარებას. ვერ მიიღეს ეს დახმარება?, საზოგადოება დაუდგა გვერდში, გაერთიანდა მთლიანად საზოგადოება და ეს საზოგადოება... მოდით ვთქვათ, დღეს ბიძინა ივანიშვილი არის დამთავრებული. ჩვენ, ახლა ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებასთან ერთად უნდა მოვილაპარაკოთ ვადებზე - როდის გადმოაბარებს მართვის სადავეებს საზოგადოებას და ოპოზიციურ პარტიებს“, განაცხადა ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში ზაზა სარალიძესთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან და ზვიად კუპრავასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც მის გარდა სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებიც ესწრებოდნენ და სამომავლო მოქმედების გეგმას განიხილავდნენ.
აღნიშნული გეგმის შესახებ ოპოზიცია დღეს, 3 ივნისს, 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე გამოაცხადებს, თუმცა, როგორც წინასწარაა ცნობილი, მათი ძირითადი მოთხოვნები იგივე იქნება, რაც ბოლო დღეებში ზაზა სარალიძის და ზვიად კუპრავას მიერ არაერთხელ იქნა გახმოვანებული - პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და მისი მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.