ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ზაზა სარალიძეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციებისთვის იყენებს. ელისაშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მოსანახულებლად მივიდა, თუმცა, ზაზა სარალიძე იქ არ დახვდა.
„მინდოდა მისი „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დახსნა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს კაცი პირდაპირ მძევლად აიყვანა, მის ტკივილს და ტრაგედიას აშკარად იყენებს იმისთვის, რომ რევოლუცია დაიწყოს და მოაწყოს", აცხადებს ელისაშვილი და დასძენს:
„რეალურად მთლიანად გაიფანტება ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო და „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“, გამოძვრენს ამ სიტუაციიდან.
თუკი, რაიმე ჭკუა აქვთ „ქართულ ოცნებაში“, მინდა მათ კატეგორიულად მივმართო - „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე და არავინ სხვა. ტვინს აურევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დასრულდება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.