გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან
03-06-2018, 16:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო დაიწყებს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას, ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტსაბჭოზე გენერალური პროკურორის კანდიდატურებზე მსჯელობა ჯერჯერობით არ ყოფილა.

 


„როგორც შევპირდით საზოგადოებას, იქნება მაქსიმალურად ფართო ეს კონსულტაციები. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი პროკურორის კანდიდატურა, რომელიც იქნება შერჩეული, იყოს მაქსიმალური ლეგიტიმაციით საზოგადოების მხრიდან. პრინციპებზე შევჯერდით მხოლოდ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად კანდიდატურებს, ამაზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ ყოფილა მსჯელობა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იმსჯელებს პოლიტსაბჭო, როდესაც მთავრობის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტს გაეგზავნება კონკრეტული კანდიდატურა. ამის შემდეგ დადგება პოლიტსაბჭოზე ეს საკითხი", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი