ირაკლი კობახიძე: გუშინ უბრალოდ გაცხადდა ოფიციალურად, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე
03-06-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუშინ უბრალოდ გაცხადდა ოფიციალურად, რომ საუბარია პარტიულ მიტინგზე - წინა დღეებში ჩვენ ვხედავდით როგორ წარიმართებოდა და ვის მიერ იყო ორგანიზებული ეს მიტინგები, აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

 

 

როგორც მან მედიის წამომადგენლებს განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განაჩენთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციის გამომხატველ აქციაზე მართვის სადავეები ხელში „ნაციონალურმა მოძრაობამ" აიღო.

 

 

„პირველი ტალღა ჩვენ ვიხილეთ საზოგადოების რეაქცია იმ ინფორმაციაზე, რომელიც გავრცელდა განაჩენთა დაკავშირებით - ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები განაჩენის თაობაზე და ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, თუმცა, ამის შემდეგ, იმვე დღეს საღამოდან პრაქტიკულად სადავეები პროცესზე ხელში აიღო „ნაციონალურმა მოძრაობა". ასე გრძელდებოდა პროცესები ამ ორი დღის განმავლობაში და ეს უბრალოდ საბოლოოდ გაცხადდა. გუშინ ვიხილეთ, სამწუხაროდ, კომიკური სურათიც - ასე შეფასდა საზოგადოების მიერ ეს ყველაფერი, რაც ხდებოდა ამ აქციაზე, შესაბამისად, ყველაფერი არის ცხადზე უცხადესი", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი