ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, „ჩვენი ხელისუფლება ზრუნავს იმაზე, რომ საზოგადოებას ყველა კითხვაზე მაქსიმალურად გაეცეს პასუხი, მაგრამ ჩვენ ასევე ვიზრუნებთ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა"
„იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ უსამართლობის განცდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ხელისუფლება, რომლისთვისაც ეს არის სერიოზული გამოწვევა და ასეთ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებაშია, პასუხის გაცემისთვის არის ის ფორმატები, რომლებზეც ახლა მოგახსენეთ. ასეთ ფორმატებში უნდა გაეცეს პასუხი ყველა კითხვას და აუცილებლად გაეცემა. რაც შეეხება იმას, რომ კონკრეტულად რადიკალიზებულ ჯგუფებს უნდათ, არასტაბილურობის განცდა გააჩინონ და აყენებენ აბსოლუტურად არამართლზომიერ პოლიტიკურ მოთხოვნებს, ჩვენ არასტაბილურობის შექმნის საფუძველს არავის მივცემთ", აღნიშნა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.