ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მივიდა.
აქცია „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად, ახალგაზრდების ორგანიზებით იმართება.
„დიდი მადლობა სრულიად საქართველოს. ჩემი ადგილია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი შვილის მეგობრების გვერდით", აღნიშნა ვაკის პარკში მისულმა სარალიძემ.
„მე ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად და საქართველოს მომავლის დასაცავად. ისევ და ისევ მოვუწოდებ მთელ საქართველოს, დადექით ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად.
ისევ და ისევ მოვუწოდებ საქართველოს და არა კონკრეტულად, ყველა პოლიტიკოსს, ყველა ქართველს, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა ბავშვსა და სტუდენტს, ყველას, თუნდაც მმართველი გუნდიდან და პროკურატურიდან იყოს. მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის. ვინც ჩემი შვილის მკვლელების გამოსააშკარავებლად იბრძოლებს, იმათ გვერდში ვიქნები ყოველთვის.
ნურასდროს მიხსენებთ კონკრეტულად რომელიმე პარტიას. მე მოვუხმობ ყველა პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანებულ ადამიანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკოსი იქნება, თუ ჩემნაირი გლეხი. ვინც ჩემი შვილის და ქართველი ბავშვების სადარაჯოზე იდგება, იმათ გვერდში ვიდგები ყოველთვის. მე ამ ხალხის გვერდით ვარ და ვიბრძვი სამართლიანობის აღსადგენად, ვინ რა მიზნებით გამოიყენებს ამას, ეს ჩემი ნება არ არის“, განაცხადა ჟურნალისტებთან ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.