კახა კალაძე: ამ ეტაპზე, არავითარი შესაძლებლობა არ არის, რომ მემანქანეებს, რომლებსაც 1400-დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასები, 45%-ით მოვუმატოთ ანაზღაურება
03-06-2018, 18:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ დაანონსებულ გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც მერი აცხადებს, თუკი მემანქანეები გაიფიცებიან, კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართავენ.

 

 

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ შანტაჟის ენით საუბარს. ამ ეტაპზე, არავითარი შესაძლებლობა არ არის იმისა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 1400-დან 1800 ლარამდე აქვთ ხელფასები, 45%-ით მოვუმატოთ ანაზღაურება. გარდა მემანქანეებისა, ჩემთან დაახლოებით 24 000 ადამიანი მუშაობს, არის ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები, იგივე თუნდაც ბაღის პედაგოგები, თბილსერვისის თანამშრომლები, ადამიანები რომლებსაც ოთხჯერ დაბალი ხელფასები აქვთ, მათ რა უნდა ვუპასუხო. ამიტომ, მე არ და ვერ მივიღებ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს ჩემ ქალაქს და დააზიანებს იმ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ ამ სისტემაში.

 

 

რაც ეს პროცესი დაიწყო და შანტაჟის ენით გვესაუბრებიან, დედაქალაქის მერია და კომპანია კანონს არ გაცდენია. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში. სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, დროებით შეუჩერა გაფიცვის უფლება, რადგან ჯერ საქმე განხილვის პროცესშია. სანამ ეს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მემანქანეებს არ აქვთ უფლება გაიფიცონ. თუმცა, თუ ისინი მაინც მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში და ჩვენი მხრიდან იქნება განხორციელებული ყველა ის მიმართულება, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება. ეს იქნება ხელფასების დაკავება და ასე შემდეგ“, აცხადებს თბილისის მერი.

 

 

„ერთობა 2013“-ის წევრები აცხადებენ, რომ მეტროს მემანქანეები პროტესტის ნიშნად არ იმუშავებენ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი