„მზად ვარ, სახელისუფლებო პარტიისთვისაც ღია იყოს ეს სივრცე და სცენა“ - პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა
03-06-2018, 19:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა. აქციაზე შეკრებილებს სიტყვით ზვიად კუპრავამ მიმართა.

 

 

„თუ დაგვეხმარებიან სისტემის წინააღმდეგ, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მზად ვარ, სახელისუფლებო პარტიისთვისაც ღია იყოს ეს სივრცე და სცენა. მე სახელებსა და გვარებში არ ვხედავ პრობლემას, მე ვხედავ პრობლემას სისტემასა და ამ სისტემის შემქმნელ ადამიანებში", განაცხადა კუპრავამ.

 

 

როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დააანონსეს, საინფორმაციო მიტინგზე ოპოზიციის სამოქმედო გეგმის შესახებ გახდება ცნობილი.

 

 

აღნიშნულ საკითხზე დღეს, 3 ივნისს ოპოზიციონერებს შორის „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრა გაიმართა.

 

 

ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსულტაციები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ, 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ პოლიტიკოსების პროცესებში ჩართვა მოითხოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი