თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. ზვიად კუპრავას განცხადებით, გზის გადაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
კუპრავამ შსს-ს მოუწოდა, გაათავისუფლოს დაკავებულები.
„ჩვენ არ ვთვლით, რომ ამ ადამიანებმა კანონი დაარღვიეს, ვინაიდან, ორი ადმაიანი ასეულობით პოლიციელის მიერ შემოსაზღვრულ კორდონს ვერ გაარღვევდა. ხომ ვერ გაარღვევდა ორი ადამიანი ამ კორდონს? ეს გაარღვია აქციამ. მაშინ, დაგვაკავეთ მთელი აქცია, წაგვიყვანეთ იზოლატორებში", განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.