ნამდვილად არავინ არ იცის სად იმყოფება ფიზიკურად ზაზა სარალიძე - ეს არის უკვე საგანგაშო სიტუაცია, აღნიშნული განცხადება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ პოლიტიკური პლატფორმის, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ბოლო მონაცემებით, 18:15 საათზე, სარალიძემ ზვიად კუპრავას მიწერა, რომ აქციაზე მივიდოდა.
„ამის შემდეგ ამ ადამიანთან კონტაქტი ვერ მყარდება, შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვით ძალადობას", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.