სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ზაზა სარალიძე თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, სარალიძესთან ის მუდმივ კონტაქტზე იმყოფება.
„მთელი დღის განმავლობაში, არამარტო კონტაქტზე ვარ, არამედ რამდენჯერმე ვინახულე ის. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ამ ეტაპზე მისი ემოციური მდგომარეობა.
მე ვმოქმედებ აბსოლუტურად ბ-ნი ზაზას სურვილის შესაბამისად. თუ მას ექნება სურვილი თქვას სად იმყოფება, მას შეუძლია გააკეთოს განცხადება. მე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განცხადებას არ ვაკეთებ, თუმცა, მუდმივად ვაკონტროლებ, როგორ იმყოფება, რა ვითარებაშია, ამ ეტაპზე ის ნადმვილად არ გრძნობს თავს საფრთხის ქვეშ", განაცხადა ნინო ლომჯარიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.