„ხელისუფლება ეუბნება ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩილიკაშვილს, რომ ისინი პოლიტიზირებულები არიან, მიმიფურთხებია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის", აღნიშნული განცხადება რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააკეთა.
მისი თქმით, „აქ ღირსების საკითხია, ყველანი ვართ მამები, დედები, დები და ძმები".
„რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე გვეტყვიან ისე მოვიქცევით. ეს გეგმა ძალიან ვრცელია - პირველ რიგში, უნდა დაისაჯონ მკვლელები, მკვლელების ხელის დამფარებლები, სამაგიეროს რას ვხედავთ, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება მკვლელებს აკავებდეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში აძლევდეს ბატონ შოთაძეს, დღეს დილიდან ქილიკობს იმაზე, რომ გუშინ ვიღაცამ უხერხულად გაიცინა, ვიღაცასაც აბუჩად იგდებენ - რა დაიჭირეთ მკვლელები? მიეცით პასუხისგებაში? მოაგვარეთ პრობლემები? სახეაზეა უღრმესი კრიზისი ქვეყანაში. ხელისუფლებამ ვერ მაოგვარა პრობლემა და კრიზისი გაღრმავდა.... თბილისის სხვადასხვა წერტილებში ტარდება სხვადასხვა საპროტესტო აქციები. არადა, ხელისუფლება რომ ყოფილიყო თავის სიმაღლეზე, დღეს აქ არც მალხაზ მაჩალიკაშვილი იდგებოდა და არც ზაზა სარალიძე იდგებოდა. ყოჩაღ, ამათ გამძლეობას. ყოჩაღ, ამათ ვაჟკაცობას", განაცხადა ნიკა მელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.