რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან ზაზა სარალიძე მივიდა.
„მალე უნდა დავბრუნდე სახლში, რადგან მეუღლე ცუდად არის", განუმარტა სარალიძემ აქციის მონაწილეებს.
მისი თქმით, მოთხოვნები, რასაც თავად ზვიად კუპრავასთან ერთად აყენებდა, ისევ ძალაშია.
მოკლული მოზარდის მამამ ვაკეში მიმდინარე აქციის შესახებ ისაუბრა.
„ვაკის აქციაზე ჩემი შვილის მხარდაჭერა ვერ დავინახე, სადაც აგრესიაა, იქ ჩემი ადგილი არ არის... დღევანდელი დღიდან გამომდინარე, მე იქ ვერ ვიგრძენი მხარდაჭერა და სულისკვეთება, ყველას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. იქ ზეწოლები იყო, შეურაცხყოფა", აღნიშნა სარალიძემ, რომელიც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.