სულ მცირე 25 ადამიანი გარდაიცვალა და ასეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო გვატემალაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.

"დოიჩე ველეს" ცნობით, დაკარგულადაა გამოცხადებული რამდენიმე ათეული ადამიანი, დაღუპულთაგან კი, სამი ბავშვია. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.

დედაქალაქ გვატემალა სიტის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით ამფრქვეულმა ვულკანმა ცაში კლდოვანი მასა ატყორცნა და მიმდებარე ტერიტორია შავი კვამლით და ფერფლით დაფარა, გავარვარებულმა ლავამ კი სოფელ ელ როდეოს გადაუარა, სახლები გაანადგურა და შიგნით მყოფი ადამიანები ამოწვა.
„ერთ-ერთმა ქალმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ ლავა პურის ყანებზე გადმოიღვარა და ფიქრობს, რომ უფრო მეტი ადამიანია გარდაცვლილი, ვიდრე ეს ოფიციალურადაა გამოცხადებული.

„ყველამ ვერ შეძლო გაქცევა. ვფიქრობ, რომ ისინი ჩაიმარხნენ მიწაში“, განაცხადა კონსელო ჰერნანდესმა.

ჰაერში ატყორცნილი ფერფლის დიდი რაოდენობის გამო, გვატემალა სიტის „ლა ავრორას“ აეროპორტი დაკეტილია.

პრეზიდენტმა ჯიმი მორალესმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი ექსპერტების თანახმად, აღნიშნული ამოფრქვევა ყველაზე დიდია 1974 წლის შემდეგ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.