არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ თბილისის მერიას ინიციატივით მიმართავს
05-06-2015, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ თბილისის მერიას ინციატივით მიმართავს. ორგანიზაცია მერიის ხელმძღვანელობას მოუწოდებს შეიმუშავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პარკირების სივრცეში დასაქმების პროგრამა. საუბარი  პარკირების ადგილებში ავტოსადგომის მეთვალყურეების, ე.წ. „სტაიანშიკების“  შშმ პირებით ჩანაცვლებას შეეხება.


„პოზიციის“ აღმასრულებელი დირექტორის გურამ ადამაშვილის თქმით, შშმ პირთა პარკირების სივრცეში დასაქმება ორ კეთილშობილურ მიზანს მოემსახურება – პირველი, ესაა აღნიშნული პირებისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროს გაჩენა და მათი სოციალურ გარემოში მეტი ჩართულობა, მეორე კი, საზოგადოებრივი შეგნების დონის ამაღლება და საზოგადოების მხრიდან იმის უკეთ გაცნობიერება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენივე საზოგადოების განუყოფელი წევრები არიან და მათდამი მზრუნველობა როგორც ხელისუფლების, ისე საზოგადოების თითოეული წევრის მოვალეობაა.


ადამაშვილი აცხადებს, რომ  მერიის მიერ პარკირების სპეციალური სამსახურის შექმნის სურვილის გამოხატვის შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ მერიის ხელმძღავნელობას პროექტის განსახორცილებლად სპეციალურ გეგმას წარუდგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი