ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ კონკრეტული მემანქანეების პასუხისმგებლობიის საკითხი დადგეს.
როგორც ხმალაძე აცხადებს, მეტროს მემანქანეებმა დაარღვიეს როგორც კომპანიის შინაგანაწესი, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულს კი, მისი თქმით, სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.
„ამ ადამინებს ბევრჯერ შევხვდი, განვუმარტე, რომ იმის საშუალება, რასაც მეტროს მემანქანეები ითხოვენ, ეკონომიკურად არ გააჩნია მუნიციპალიტეტს. აქედან გამომდინარე, ალოგიკური იქნებოდა ჩვენი მხრიდან, ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და მემანქანეებს სასამართლოში დავის მიმდინარეობის პროცესში, სამუშაო საათებში შეუზღუდა გაფიცვის უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასამართლო გამოიტანდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მათ არ უნდა მიემართათ გაფიცვის უფლებისთვის. ეს არღვევს მოქალაქეების, დედაქალაქის ინტერესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ადამიანებმა მაინც მიმართეს უკიდურეს ზომას, მოსახლეობის ინტერესების წინ საკუთარი ინეტერესები დააყენეს. ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება", განაცხადა ხმალაძემ და დასძინა: "იქნება ეს დისციპლინური პასუხიმგებლობა, სამსახურიდან გათავისუფლება, თუ სხვა პასუხისმგებლობები, ამაზე მოგვიანებით გაგცემთ პასუხს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.