როცა ამდენი ადამიანი გამოდის, რაღაცას აპროტესტებს, აჩერებს მეტროს, რომელიც მთელი ქალაქის ხერხემალია და ასეთ დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს, უნდა მოვიდეს ვიღაც, დაგველაპარაკოს, აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე დავით გაგუა.
მისი თქმით, გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მეტროს მემანქანეები ხელფასის მატებას ტრანსპორტის გაძვირების ხარჯზე ითხოვენ, სიცრუეა.
„ასე ხომ არ შეიძლება, რომ იჯდეს და კამერებიდან ისროლოს რაღაც განცხადებები - ათასი ტყუილი და სიბინძურე, რომ ვითომ ჩვენ მოვითხოვეთ ტრანსპორტის გაძვირების ხარჯზე ხელფასების მომატება. ეს არის სისულელე. ჩვენს საზოგადოების წევრები ვართ, ჩვენი ოჯახის წევრებიც დადიან ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით....
იძახიან, რომ 400 ლარი აქვთო ბაღის მასწავლებლებსო ხელფასიო და როგორ ითხოვენ მემანქანეები ხელფასის მატებასო, სირცხვილია მერე 400 ლარი რომ აქვთ, ჩემი ბრალია?! რომ გენდოთ ხალხი და რომ იძახით არჩევნების მერე - მადლობა ნდობისთვის - რა გააკეთეთ? ხომ შეიძლება მოუმატო ამ ადამიანსაც ხელფასი", აცხადებს გაფიცული მემანქანე „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.