მეტროპოლიტენის თანამშრომელი: კახა კალაძე ახლა ჩვენთან ერთად უნდა იდგეს
04-06-2018, 12:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეტროპოლიტენის თანამშრომლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაფიცულებთან ერთად უნდა იმყოფებოდეს და ისე სცემდეს მათ მოთხოვნებსა და თუ შეკითხვებს პასუხს.

 


როგორც მეტროპოლიტენის ერთ-ერთი თანამშრომელი ნანა გეწაძე ამბობს, „ჩვენი არჩეული მერია და მოგვაქციოს ყურადღება".

 


„ჩვენი ცხოვრების ნახევარს მიწაში ვატარებთ, როგორც შახტიორები ისეთ მდგომარეობაში ვართ. ასე არ შეიძლება. ჩვენი არჩეული მერია და ჩვენ გვინდა, რომ მოგვაქციოს ყურადღება - ის ახლა ხალხთან ერთად უნდა იდგეს. ჩვენთან ერთად უნდა იდგეს და გაგვცეს პასუხი - ასე არ შეიძლება", განაცხადა ნანა გეწაძემ.

 

 

მეტროპოლიტენის კიდევ ერთი გაფიცული თანამშრომლის თქმით კი, არავის სურს ის ქაოსი, რაც დღეს დედაქალაქში მეტროს გაჩერების შედეგად შეიქმნა.

 


„მეტროპოლიტენი არის ქალაქის ძარღვი. რამხელა საცობებია ახლა, აქ მოსვლა მეც გამიჭირდა. მემანქანეებმა ბოდიში მოუხადეს და ჩვენც საზოგადოებას. არავის არ გვსურს ასეთი ქაოსი და არეულობა, მაგრამ უკვე რამდენი ხანია ხელფასის მომატებას ვითხოვთ ჩვენც და მემანქანეები ის შეუცვლელი ძალაა, რომელიც მეტროპლიტენისთვის ძალიან ძალიან ძნელი მოსაპოვებელია", განაცხადა „რუსთავი 2"-თან საუბრისას მარინა მიხანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი