აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი ახლა დაწყებული იქნებოდა, ის რომ „დემოკრატი“ პრეზიდენტი ყოფილიყო
04-06-2018, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი ახლა დაწყებული იქნებოდა, ის რომ „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტი ყოფილიყო.

 


„CBS Sunday Morning“-თან ინტერვიუში კლინტონმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის ჩარევის შესახებ სპეციალური პროკურორის, რობერტ მიულერის მიერ წარმოებულ გამოძიებაზე, ასევე ტრამპის მედიისადმი მოპყრობაზე ისაუბრა.

 


„მე ვფიქრობ [მედიასაშუალებები]ამ გამოძიების გაშუქებას დიდწილად ფაქტებზე დაყრდნობით ცდილობდნენ. ვფიქრობ, როლები რომ გაიცვალოს - ახლა, ეს ჩემი მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ დაფუძნებული ჩემს გამოცდილებაზე - ვფიქრობ, „დემოკრატი“ პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, და ეს ამბები ახლა ხდებოდეს, ბევრ ადამიანს ვაშინგტონში ვიცი, სწამს, რომ იმპიჩმენტის მოსმენები უკვე დაწყებული იქნებოდა“.

 


„დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი, ბილ კლინტონი პრეზიდენტობისას „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ კონტროლირებად კონგრესში აღმოჩნდა იმპიჩმენტის წინაშე. კლინტონის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1998 წლის დეკემბერში შევიდა კონგრესში და სენატში განხილვები 1999 წლის დასაწყისში დაიწყო, თუმცა იგი უდანაშაულოდ ცნეს.

 


ბილ კლინტონის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურა ცრუ ჩვენებისა და მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლის ბრალდებით თეთრი სახლის სტაჟიორთან, მონიკა ლევინსკისთან სექსუალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხიდან მომდინარეობდა.

 


ტრამპს კონგრესში, კლინტონისაგან განსხვავებით, საქმე მისივე პარტიის, „რესპუბლიკელების“ კანონმდებლებთან აქვს, რომლებიც ორივე პალატაში უმრავლესობას წარმოადგენენ.

 


რამდენიმე „დემოკრატ“ კანონმდებელს მცდელობა ჰქონდა ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურა წამოეწყო, თუმცა პარტიის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ძალისხმევებს მხარი არ დაუჭირა.

 


„თუკი შენ ორპარტიული კონსენსუსი არ გაქვს, იმპიჩმენტი აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევ საკითხად იქცევა ქვეყანაში. ბევრი ადამიანი იფიქრებს, რომ ეს პოლიტიკური მიზეზებით კეთდება“, განაცხადა წარმომადგენლობითი პალატის უმცირესობის ლიდერმა, ნენსი პელოუსიმ გასულ თვეს.

 


„რესპუბლიკელები“ ცდილობენ პოლიტიკური უპირატესობა მიიღონ იმპიჩმენტზე საუბრებისაგან და გამაფრთხილებლად აცხადებენ, რომ „დემოკრატები“ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცედურას წამოიწყებენ, თუკი პარტია ნოემბრის წარმომადგენლობითი პალატის არჩევნებში უმრავლესობას მოიპოვებს.

 


ბილ კლინტონის გარდა საიმპიჩმენტო პროცედურა წამოიწყეს პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონის წინააღმდეგ 1868 წელს. ესეც პოლიტიკურად იყო მოტივირებული. ჯონსონი ერთი ხმით გამართლდა.

 


ვოთერგეითის სკანდალის გამო, საიმპიჩმენტო პროცედურები რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით წარმომადგენლობით პალატებში 1974 წელს დაიწყო, თუმცა იგი ამავე წლის 9 აგვისტოს გადადგა და მისმა ამ ნებაყოფილობითმა ნაბიჯმა, ბუნებრივია, პროცედურების შეჩერება განაპირობა. ნიქსონი დღემდე, ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტია, რომელიც პოსტიდან გადადგა. 

 


იმპიჩმენტის წამოწყების პოლიტიკურად მოტივირებული მოწოდებები არაერთხელ გაკეთებულა და ამას ადგილი ჰქონდა კლინტონის შემდეგ ყველა სხვა პრეზიდენტის ჩათვლით, მაგრამ აღნიშნულ მოწოდებებს არც ერთ შემთხვევაში კონგრესში სერიოზული განხილვები არ მოჰყოლია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი