ჩრდილოეთ კორეის სამი უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიციალური პირი თანამდებობებიდან იქნა დათხოვნილი, განაცხადა აშშ-ის მაღალმა ოფიციალურმა პირმა და როგორც ამას სამხრეთ კორეის ახალი ამბების სააგენტო „იონჰაპი“ იტყობინება, სამივე მათგანი სხვა პირებით შეცვალეს.
ჩრდილოეთ კორეის ახალგაზრდა ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 12 ივნისს, სინგაპურში დაგეგმილი შეხვედრის წინ გადადგა - პირველი ამგვარი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის რომელიმე ლიდერსა თუ ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს შორის.
კიმის მოტივაცია უცნობი რჩება, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ამგვარი ცვლილებები საშუალებას მისცემს მას და მმართველ პარტიას, საერთაშორისო ჩართულობის და საშინაო განვითარების კრიტიკულ დროებაში, გააძლიეროს კონტროლი კორეის სახალხო არმიაზე, წერს „როიტერსი“.
„თუ კიმ ჩენ ინი აშშ-სთან და სამხრეთ კორეასთან მშვიდობის დამყარებაზე ჩამოყალიბდება და მისი ბირთვული პროგრამის სულ მცირე ნაწილზე მაინც იტყვის უარს, მან კორეის სახალხო არმიის გავლენა ყუთში უნდა მოაქციოს და იქ შეინახოს“, განაცხადა კენ გოსმა, კვლევისა და ანლიზის ორგანიზაციის, CNA-ის საერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის დირექტორმა.
მისივე თქმით, „ეს გადაადგილებები წინა პლანზე წამოწევს იმ ოფიცრებს, რომლებიც მხოლოდ ამას მოემსახურებიან. ისინი ერთგულები არიან მხოლოდ კიმ ჩენ ინის და არავის სხვისი“.
ტრამპმა პარასკევს, კიმ ჩენ ინის მარჯვენა ხელთან, გენერალ კიმ იონ ჩოლთან თეთრი სახლის ოვალურ ოფისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან დაგეგმილი შეხვედრა ძალაშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.