ზაზა სარალიძე მთავრობის კანცელარიასთან მივიდა, მაგრამ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აპირებს
04-06-2018, 14:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შესახვედრად მზადყოფნას გამოხატავას, ოღონდ მხოლოდ ოპოზიციის წარმოამდგენლებთან ერთად.

 


„ულტიმატუმს ნუ მიყენებენ, რას ჰქვია მარტო. მათ ულტიმატუმებზე მე ვიარე 6 თვე. ულტიმატუმი წაუყენონ თავის თავს. დაველოდები მათ გადაწყვეტილებას, არ შემიშვებენ, რა მოთხოვნაც მაქვს, კარგად იყვნენ“, განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან.

 


მთავრობის კაცელარიასთან იმყოფებიან ასევე ზვიად კუპრავა და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

 

 

პრემიერ მინისტრი მზად არის, მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ პირადად შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს, აცხადებენ საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახურში, მაგრამ ამატებენ, რომ ეს შეხვედრა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მონაწილეობის გარეშე უნდა მოხდეს.

 

 

ამ წუთებში კანცელარიის ეზოში ზაზა სარალიძესთან შესახვედრად მთავრობის ადმინისრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე გამოვიდა, მაგრამ მან პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი