ყველასთვის ნათელია აქ რაც ხდება. კვირიკაშვილი რატომ იძახის ჩემთან შეხვედრაზე უარს? იმიტომ, რომ მე ვარ მუსლიმი, მე ვარ სხვა რელიგიის ადამიანი, მე ვარ ტერორისტი, აღნიშნული განცხადება პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტის შენობასთან გააკეთა.
„მადლობა მას, მადლობა. მთელ სისტემას ვაჩვენებ, რასაც ვაპირებ", განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიმართოს პანკისის ხეობას და რიგით მოქალაქეებს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადონ სპეცოპარაციის დროს მოკლული ახალგაზრდის ოჯახს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.