ირაკლი კობახიძე: „ვიდრე არ იქნება წარმოდგენილი მთავარი პროკურორობის კანდიდატურები, მანამდე არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციის დაფიქსირება“
04-06-2018, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ა.შ. კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი-ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით.

 


მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს მინიმუმ სამი კანდიდატის შესარჩევად ერთთვიანი ვადა აქვს.

 


„ერთთვიანი ვადა აქვს იუსტიციის მინისტრს კანონით გათვალისწინებული იმისთვის, რომ შეირჩეს მინიმუმ სამი კანდიდატი და ეს კანდიდატები შეირჩევიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე და ეს კანონით არის გათვალისწინებული და ასევე, იგივე დააანონსა პრემიერ-მინისტრმა, რომ ფართო კონსულტაციები შედგება ამასთან დაკავშირებით, შეირჩევა სულ მცირე, სამი კანდიდატი, ამის შემდეგ გაგრძელდება პროცესი საპროკურორო საბჭოში, შემდეგ მთავრობა დაამტკიცებს კანდიდატურას და ამის შემდეგ უკვე ჩაერთვება პროცესში პარლამენტი. ამ ეტაპზე, როდესაც კანონში არის გაწერილი ის, რომ ფართო საზოგადოებასთან, ექსპერტულ წრეებთან, არასამთავრობო სექტორთან და ასე შემდეგ, კონსულტაციების საფუძველზე შეირჩევა პროკურორის კანდიდატურა, ჩვენი მხრიდან ჩარევა იქნება პრინციპულად არასწორი -ეს იქნება კანონის სულისკვეთების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 


„ჯერ დაველოდოთ პროცესს, რომელიც წარიმართება ამ ერთი თვის განმავლობაში. როდესაც იქნება წარმოდგენილი კონკრეტული კანდიდატურები, ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება ამ კანდიდატებთან დაკავშირებით. მანამდე არასწორი იქნება ჩვენი მხრიდან რაიმე პოზიციის დაფიქსირება“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი