პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან ერთად, ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდეს
04-06-2018, 15:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, შალვა თადუმაძის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძეს და დავით დადუნაშვილს ადვოკატებთან ერთად შეხვდება.

 

 

როგორც თადუმაძემ რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის მეთაური ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილს მის ადვოკატთან ერთად მიიღებს.

 


მისივე თქმით, შეხვედრას სარალიძის მოთხოვნოთ, შს მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც დაესწრებიან.

 

 

ზაზა სარალიძემ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის სურვილის შესახებ განცხადება გუშინ, 3 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

 

 

პრემიერ მინისტრმა სარალიძესთან და მასთან ერთად, ხორავას ქუჩაზე მოკლული მეორე არასრულწლოვნის მშობლებთან შეხვედრის მზაობა დღეს დილით გამოთქვა.

 

 

„გიორგი კვირიკაშვილი მზად არის, „პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების“ გარეშე, შეხვდეს ხორავას ქუჩაზე მოკლული ორივე მოზარდის მშობლებს", აცხადებდნენ პრემიერის პრესსამსახურში.

 

 

კვირიკაშვილის პრესსამსახურის აღნიშნულ განცხადებაში არაფერი იყო ნათქვამი მალხაზ მაჩალიკაშვილთან შეხვედრაზე, რასაც პანკისში სპეცოპრაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის პროტესტი მოჰყვა.

 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ პრემიერი არ ხვდება, „იმიტომ, რომ მე ვარ მუსლიმი, სხვა რელიგიის ადამიანი, მე ვარ ტერორისტი".

 

 

მოგვიანებით, ის მთავრობის კანცელარიასთან მაინც მივიდა. სწორედ აღნიშნულის შემდეგ გააკეთა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს ადვოკატთან ერთად შეხვდებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი