საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა ნაცვლიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს და იმ მოსამართლეს უპირისპირდება, ვინც მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლება „არაკონსტიტუციურად აუკრძალა“.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ თუ მეტროს მემანქანეები „იმსახურებენ უფრო მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ“ და „ბიუჯეტი უნდა გავზარდოთ“.
„ცოტა ისეთი ხისტი დამოკიდებულება ვიგრძენით, ზოგადად სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან. ამიტომ გვაინტერესებს, რას ეფუძნება ეს ყველაფერი. აქიდან გამომდინარე, ვეცდებით, რომ გავარკვიოთ, რა ხდება. თუ ეს ადამიანები იმსახურებენ უფრო მეტ ხელფასს, თანხა უნდა მოვიძიოთ. ეს ესე არ არი რაა, რომ რაღაცა დღეს ბიუჯეტში არ გვაქვს. მაშინ უნდა გავზარდოთ ბიუჯეტი. ეს არის ჩვეულებრივი ბრძოლა შრომითი უფლებებისთვის. ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება. უნდა იყოს გონივრული. ეს ადამიანები, როგორც ვიცი, არიან მემანქანეები. მემანქანეები მუშაობენ ყველაზე მძიმე პირობებში ზოგადად, ვინც არის დასაქმებული მეტროში. აქიდან გამომდინარე, მე მგონია, ამ ადამიანთა მოთხოვნა არ არის ირაციონალური. მოსამართლე, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო და ადამიანებს გაფიცვის უფლება აუკრძალა, იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან იმ ჩამონათვალში - შრომით კოდექსში არის ჩამონათვალი, რომელთაც არ აქვთ გაფიცვის უფლება. მეტროს მემანქანეებს და მეტროს მუშაკებს აქვთ გაფიცვის უფლება, ეს არის სრული... ვერანაირი პასუხისმგებლობა ვერ დადგება, იმიტომ რომ ამ ადამიანებს წაართვეს კონსტიტუციური უფლება.
თბილისის მერი მეტროს მემანქანეების გაფიცვას შანტაჟს უწოდებს. როგორც კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, არ დაუშვებს, თბილისის მოსახლეობა შანტაჟისა და „გაურკვეველი, სრულიად დაუსაბუთებელი ულტიმატუმების" გამო დაზარალდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.