მეტროპოლიტენის თანამშრომლების გაფიცვას დედაქალაქის საკრებულოში ეხმაურებიან. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას დედაქალაქის მთავრობას აკისრებს.
როგორც საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, მერიამ ერთი თვის წინ იცოდა პრობლემის არსებობის შესახებ და ახლა უკვე, როდესაც მემანქანეები გაიფიცნენ და თბილისის მცხოვრებლებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ, კახა კალაძე „ყოყლოჩინობის" ნაცვლად, მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს.
„მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა - მათ ერთი თვის წინ იცოდნენ ამ პრობლემის შესახებ და მაშინ ვნახეთ, თუ როგორ მჯიღებს ურტყამდა მაგიდაზე კახა კალაძე და ამბობდა, რომ თურმე, მის გარეშე მეტრო არ გაჩერდებოდა, თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ თბილისელებს შეექმნათ დღეს კონკრეტული პრობლემა.
ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა მდგომარეობს შემდეგში - მჯიღების რტყმევაში კი არა და ყოყლოჩინობაში კი არა, კონკრეტული გამოსავალი უნდა იპოვოს ახლა აქედან დედაქალაქის მერმა. ამიტომ აირჩიეს ქალაქში და არა იმიტომ, რომ ვიღაცებს რაღაც დაუძაბოს და ეჩხუბოს", აცხადებს ლევან ხაბეიშვილი „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.