„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.
როგორც ამავე ბრიფინგზე სერგი კაპანაძემ აღნიშნა, კომისია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა საზოგადოებამ უმოკლეს ვადაში გაიგოს, რა მოხდა რეალურად.
„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი სამუშაო, თუმცა, საპარლამენტო კომისია, „ევროპული საქართველო" და მე პირადად ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ კითხვები იყოს პასუხგაცემული", განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.