გიორგი ქადაგიძე: უკვე 3 წელია მიმდინარეობს ტალახის სროლა ჩვენი მისამართით
05-06-2015, 07:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს  და ამბობს, რომ უკვე 3 წელია მიმდინარეობს ეს ტალახის სროლა მისი და ეროვნული  ბანკის მისამართით და თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია სასამართლოს მიმართოს.


"რა თქმა უნდა, ეს არის არასერიოზული განცხადება. სავალუტო ფონდი არის ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც სწორებას აკეთებენ ჩვენი ინვესტორები და ის დონორები, რომლებიც აფინანსებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამიტომ რბილად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის განცხადებები არის საზიანო ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის", - განაცხადა ქადაგიძემ.


როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მრავალ საკითხთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება და დაკითხულია ყველა, ვისი დაკითხვაც შეიძლება.


"ამ ქვეყანაში არსებობს პროკურატურა და არსებობს სასამართლო. ამიტომ, თუ არსებობს რაიმე ფაქტი იმისა, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას, ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული ქვეყნის მთავარი პრინციპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის უბრალოდ იაფფასიანი დისკრედიტაციის მცდელობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამი წელია, ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი ამ საკითხთან დაკავშირებით. არის პროკურატურა, არსებობს სასამართლო, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. უკვე 3 წელია მიმდინარეობს ეს ტალახის სროლა ჩვენი მისამართით", - განაცხადა ქადაგიძემ.


კითხვაზე, თუ უთხრა მას რაიმე ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირადი საუბრების დროს, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, არა.


ამასთან, კითხვაზე, მოხდა თუ არა მისი დაკითხვა გამოძიების ფარგლებში, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მისი დაკითხვა არ მომხდარა.


ქადაგიძის თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული და ყველაზე განვითარებული ინსტიტუცია საქართველოში და ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება.


"პრაქტიკულად, ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ განცხადებებს ამ მიმართულებით. ეს არის დამსახურება იმ გუნდის, რომელიც ძალიან მაღალპროფესიულად ახორციელებს მოვალეობას მთელი ამ წლების განმავლობაში. ზუსტად ამ გუნდის დამსახურებაა ის შედეგები, რომელიც ჩვენ გვაქვს ფინანსურ სექტორში. ამ გუნდის დამსახურებაა, რომ ჩვენ ყველამ დავივიწყეთ, რას ნიშნავს გაკოტრებული ბანკი, გაქცეული ბანკი, დაკარგული მეანაბრე, ეს პერიოდი საქართველოში არასდროს დაბრუნდება", - განაცხადა ქადაგიძემ.



ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.

 

 

კითხვაზე ეროვნული ბანკის მისამართით გაკეთებული განცხადებებით, ხომ არ აიძუელებენ მას, თანამდებობა დატოვოს, ქადაგაძემ აღნიშნა, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.

 


"ეს არის გამართული ინსტიტუცია. ამ ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, კონსტიტუციური ვადები და ვადებით გათვალისწინებული პროცედურები იქნება დაცული", - განაცხადა ქადაგიძემ.

 


კითხვაზე, თუ აპირებს, რომ ვადა ბოლომდე დაასრულოს, ქადაგიძემ დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა აპირებს.


რაც შეეხება მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძის განცხადებას, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შესაძლოა, დაიკითხოს, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, რომ მას მსგავსი განცხადებები უკვე სამი წელია, ესმის.


"სამი წელია, ჩვენ გვესმის და ვხედავთ ტალახის სროლას ეროვნული ბანკის და ჩემს მიმართ. თუ ვინმეს რამე კითხვა აქვს, ჩვენ აქ ვართ და ყველა კითხვას ყოველთვის პასუხს გავცემთ. სამწუხაროა, რომ მაღალი თანამდებობის პორები იმეორებენ იმ შეფასებებსა და იმ პათოსს, რომელიც როგორც წესი არის ყვითელი პრესის საქმე", - აღნიშნა ქადაგიძემ.



"საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც "მისი პირადია", შეუძლია, აპატიოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი