საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სუს-ის სპეცოპერაციის დროს, პანკისის ხეობაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში შუაღამისას დაჭრილი და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.
აღნიშნულის შესახებ მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ადვოკატის თქმით, გიორგი კვირიკაშვილმა საუბარი მწუხარებით დაიწყო, გამოხატა სამძიმარი მაჩალიკაშვილის ოჯახის და მთელ პანკისის ხეობის მიმართ, აღნიშნა, რომ საქმის მასალებს იცნობდა.
როგორც ადვოკატმა განაცხადა, პრემიერმა შემდეგი რამ თქვა: „ეს არის ჩემი ადამიანური პოზიცია, ეს არის ჩემი პირადი სიტყვა, რომ მე შესწავლილი მაქვს და პირად კონტროლზე მექნება ეს საქმე, ვერაფერს ვერ გპირდებით, მაგრამ მაქვს იმედი, რომ საქმეზე თქვენ დაინახავთ ჭეშმარიტებას, თუკი ეს ყველაფერი ვერ ნახეთ და თქვენი ეს პოზიცია არის მართალი“.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მას პირადად სჯერა პრემიერ მინისტრის დაპირების, რომ საქმის ობიექტურად გამოძიება წარიმართება.
„ვიცი, რომ პრემიერ მინისტრი იმას მოახერხებს, რომ ჩვენ დავინახავთ სამართალს“, განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გიორგი კვირიკაშვილი შინაგან საქმეთა მინსიტრთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს შეხვდა. შეხევდრას ესწრებოდა ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ამჟამად, პრემიერი ზაზა სარალიძეს და მის ადვოკატს ხვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.