შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილის „რეჟიმი დალპა, დამპალ რეჟიმს უნდა გატანა და თანაც ისეთი მშვიდობიანი მეთოდებით, რომ სხვა სფეროები და საზოგადოება არ დავაზიანოთ“
04-06-2018, 18:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ კვირას, 10 ივნისს, დაგეგმილ „დიდ პოლიტიკურ მიტინგში“ მონაწილეობას მიიღებს, რადგან მიაჩნია, რომ „რეჟიმი დალპა და დამპალ რეჟიმს გატანა უნდა, თანაც მშვიდობიანი მეთოდებით“.

 


„შვილმკვდარი მამების ეს ტრაგიკული პრეცედენტი, რეჟიმის სიმახინჯის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა. მთლიანობაში რეჟიმი დალპა, დამპალ რეჟიმს უნდა გატანა და თანაც ისეთი მშვიდობიანი მეთოდებით, რომ სხვა სფეროები და საზოგადოება არ დავაზიანოთ. ამიტომ, პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ვინც აქ ვზივართ, ყველა თანახმა ვართ, რომ ჩატარდეს დიდი პოლიტიკური მიტინგი კვირას და არავინ უკან არ დავიხევთ აქედან. შესაბამისად, ეს პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია - ამ პროცესს შემოუერთდებიან, ნეიტრალურს დაიკავებენ, თუ უბრალოდ მიიღებენ მონაწილეობას, ამით არაფერი არ იცვლება იმ გაგებით, რომ ხალხის სურვილია, რეჟიმი შეიცვალოს“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეკრების დაწყებამდე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი