ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, ოპოზიცია სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს.
როგორც ცნობილია, კვირას ფართომასშტაბიანი პოლიტიკური მიტინგის გამართვა იგეგმება.
ჯერჯერობით უცნობია, შეურთდება თუ არა ოპოზიციას „ევროპული საქართველო".
შეხვედრას დღეს პარტიის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე ესწრებოდა, თუმცა, მან „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისი შეხვედრის დასრულებამდე დატოვა.
როგორც მან „რუსთავი 2"-ს განუცხადა, „ევროპული საქართველო" მას შემდეგ მიიღებს ოპოზციური პარტიებთან ერთად მოქმედების გადაწყვეტილებას, რაც მიტინგის მთავარი ორგანიზატორი გაირკვევა.
ოპოზიციონერი ლიდერები, მოგვიანებით, კონსულტაციების გამართვას ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილთან გეგმავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.