„საბოლოოდ, პრემიერმა მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო“, განაცხადა ზაზას სარალიძემ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე დარჩება და მისი მოთხოვნები უცვლელი იქნება.
„აბსოლუტურად ყველა პირი უნდა იყოს დაკავებული, ვინც იყო მკვლელი, ვინც დანაშაული ჩაიდინა, რომელმა გამომძიებელმა რა დანაშაული ჩაიდინა, რომელმა პროკურორმა რა დანაშაული ჩაიდინა, ვინ მფარველობდა ამ პროკურორებს, ვინ მფარველობდა მთავარ პროკურორს, აბსოლუტურად ყველაფერი. თუ ვერ შევხედავ ამ ათი დღის განავლობაში ამ კონკრეტულ ნაბიჯებს, მე არც სახლში ვაპირებ წასვლას, არც არაფერი, მე იგივე პოზიცია მაქვს ამ წუთშიც და იგივე პოზიცია მექნება მომავალშიც. აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოოდ, პრემიერმა მითხრა, მე გადავდგები თუ არ გადავდგები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვსო, მაგრამა ამას... კონკრეტული მოთხოვნები ჩვენ უკვე წაყენებული გვაქვს გადადგომასთან დაკავშირებით. 10 რიცხვამდე თუ კონკრეტულ ნაბიჯებს არ დავინახავ, მერე, მერე კი არა აქიდანვე მოვუწოდებ, საზოგადოებას... მიხვდება, რომ ხელისუფლებამ არავითარი კონკრეტული ნაბიჯი არ გადადგა არა მარტო ამ საქმის, არამედ ნებისმიერი საქმის გამოძიებაში“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა.
„დაისაჯონ არა მარტო მკვლელი, საქმის გამყალბებლები: მირზა სუბელიანი, მიხეილ კალანდია. მირზა სუბელიანი ვისი დავალებით მუშაობდა, უფრო სწორად, მირზა სუბელიანი ვის ავალდებულებდა, რომ ემოქმედა, ვინ იყო, რომელი გამომძიებელი იყო, პატარა გამომძიებელი იყო, მინისტრი იყო თუ ვინც იყო, სუყველა აბსოლუტურად. ვინ გასცა უფლება ფარდულის დანგრევის. ჩვენი მოთხოვნებიდან ყველაფერი უცვლელად რჩება. სისტემა უნდა დაინგრეს. თუ ესენი გონს არ მოეგებიან და არ გააკეთებენ და გადაწყვეტენ ისე, როგორც სამართლიანობა მოითხოვს, აქციები გაგრძელდება.
„პრემიერმა განმიმარტა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა თანამდებობასო, მაგრამ ჯერ რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებიო“, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაზა სარალიძემ და დაამატა, რომ „გამოძიება არა თავიდან, არამედ უკნიდან უნდა დაიწყოს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.