ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) კონფერენციის მონაწილე ექსპერტებთან და საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან საუბრისას ლევან იზორიამ არსებითი პაკეტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„კოლექტიური სიძლიერის მხარდაჭერის მიზნით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი წარმოადგენს საქართველოს თავდაცვისუნარიონობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების, ასევე საქართველოს ნატოში გაწევრიანების მთავარ მექანიზმს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ასახავს ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობას", აღნიშნა ლევან იზორიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, კონფერენციის მიზანი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქარათველოს არსებითი პაკეტის უნიკალურობას, რომელიც სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარების შეასაძლებლობას იძლევა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.