ლევან იზორია: „არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეფორმების წარმატებით განხორციელებას“
04-06-2018, 20:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 წლის კონფერენციის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

 


„საქართველომ წარმატებით განახორციელა რეფორმების პირველი ეტაპი. უფრო მეტიც, ჩვენ უკვე გადავედით მეორე ეტაპზე, სადაც მნიშვნელოვანი აქცენტი ტერიტორიული თავდაცვის, შეკავებისა და მდგრადობის გაუმჯობესებაზე კეთდება“.

 


თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენი რეფორმების წარმატებით განხორციელებას, რადგან ის ემყარება უწყებათშორის ერთიან მიდგომას თავდაცვის შესახებ, რაც ეროვნული მდგრადობის საფუძველია. „ერთობლივი ძალისხმევა ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ, რომელსაც თან ერთვის მიმდინარე თავდაცვის რეფორმები, აძლიერებს საქართველოს შეკავებისა და მდგრადობის პოტენციალს. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მესამე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება გვეხმარება მივაღწიოთ ჩვენს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიზანს“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი