მკერდის კიბოს ბოლო სტადიაზე მყოფი ქალი ახალი, „ბრწყინვალე“ თერაპიით გადაარჩინეს, რომელიც 90 მილიარდ კიბოსმკვლელ იმუნურ უჯრედებს შეიცავდა
05-06-2018, 00:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მკერდის კიბოს ბოლო სტადიაზე მყოფ ქალს სიცოცხლე ახალი თერაპიის მეშვეობით შეუნაჩუნდა, განაცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების მკვლევარებმა.

 


თერაპია მოიცავდა 90 მილიარდ კიბოს მკვლელ იმუნურ უჯრედებს მის სხეულში.

 


ჯუდი პერკინსს უთხრეს, რომ სამი თვე იცოცხლებდა, მაგრამ ორი წლის შემდეგაც მის სხეულში კიბოს ნიშნები არ არსებობს.

 


აშშ-ის კიბოს ეროვნული ინსტიტუტის გუნდმა განაცხადა, რომ თერაპია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულია, მაგრამ ის შეიძლება ტრანსფორმირებული იყოს ყველა სახის კიბოს სამკურნალოდ.

 


ჯუდის, რომელიც ფლორიდაში ცხოვრობს, მკერდის კიბო ბოლო სტადიაზე ჰქონდა, და მისი მკურნალობა ტრადიციული თერაპიით შეუძლებელი იყო.

 


მას ტენისის ბურთის ზომის სიმსივნეები ჰქონდა მის ღვიძლზე და მეორადი კიბოები მთელ მის სხეულზე იყო მოდებული.

 


მან BBC -ს უთხრა: „ერთი კვირის შემდეგ, რაც თერაპია დაიწყო, მე ვიგრძენი რომ რაღაცნაირად მქონდა სიმსივნე ჩემს მკერდში და ვგრძნობდი რომ ის იკუმშებოდა. მე დამჭირდა კიდევ ერთი-ორი კვირა, რომ სრულად გამეარა პროცედურა“.

 


მას ახსოვს მისი პირველი სკანირება ამ პროცედურის შემდეგ, როდესაც სამედიცინო გუნდი „ყველა აღფრთოვანებული იყო და ხტუნაობდა გარშემო“.

 


მას უთხრეს, რომ დიდი ალბათობით კიბოსაგან განკურნებული იყო.

 


იგი ახლა, 2 წლის თავზე, ფლორიდაში სრულიად ჯანმრთელი, აქტიური და სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, წერს BBC.

 

 

ცოცხალი თერაპია

 


ტექნოლოგია „ცოცხალი წამალია“, რომელიც მსოფლიოს კიბოს კვლევის ერთ-ერთ წამყვან ცენტრში პაციენტის საკუთარი უჯრედებიდან არის შექმნილი.

 


დოქტორმა სტივენ როზენბერგმა, კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, BBC-ს უთხრა: „ჩვენ ვსაუბრობთ ყველაზე მაღალი პერსონალიზებული მკურნალობის შესახებ, რაც კი შეიძლება რომ წარმოვიდგინოთ“.

 


ეს მეთოდი რჩება ექსპერიმენტულ მეთოდად და ჯერ კიდევ საჭიროებს საგრძნობლად მეტ გამოცდას, სანამ ის შეიძლება რომ გამოყენებული იყოს უფრო ფართოდ.

 


დოქტორმა საიმონ ვინცენტმა, მკერდის კიბოს კვლევის ცენტრის დირექტორმა, განაცხადა, რომ კვლევა „მსოფლიო კლასის“ იყო. „ჩენ ვფიქრობთ, რომ ეს არის დიდებული შედეგი“, უთხრა მან BBC-ს.

 


„ეს პირველი შესაძლებლობაა იმისა, რომ შევხედოთ ამგვარი სახის იმუნოთერაპიას, ამჯერად ყველაზე უფრო მეტად გავრცელებულ მკერდის კიბოსთან მიმართებაში, რომელიც მხოლოდ ერთ პაციენტზე იქნა გამოცდილი. უნდა ითქვას, რომ ჯერაც უზარმაზარი სამუშაოა გასაწევი, მაგრამ პოტენციურად ამან დიდი რაოდენობის ადამიანებისთვის შეიძლება მთელი ახალი ეპოქა შექმნას თერაპიაში“, განაცხადა საიმონ ვინცენტმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი