საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გახსნა.
„მოხარულები ვართ, რომ ვმასპინძლობთ ევროპული დიალოგს ინტერნეტ მმართველობაზე - EuroDIG-2018-ს, რომელიც აერთიანებს სახელმწიფო მოხელეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ექსპერტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა განვიხილოთ „ჩვენი ციფრული მომავლის ინოვაციური სტრატეგიები“. EuroDIG ხელს უწყობს ინტერნეტის საზოგადოებასთან დიალოგსა და თანამშრომლობას საჯარო ინტერნერ-პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მან თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოში სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარების პერსპექტივებსა და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.
„საქართველოს მთავრობა მტკიცედ ზრუნავს სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებაზე ინოვაციური ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით. ბოლო წლებში ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სექტორის განვითარების დასაჩქარებლად“, აღნიშნა პირველმა ვიცე პრემიერმა.
კერძოდ, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, წინა წლების საკანონმდებლო რეფორმების წყალობით, საქართველოს აქვს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ეს რეფორმები მოიცავს ნუმერაციის რესურსის შეძენის ლიცენზირების გაუქმებაა და ციფრული საეთერო მაუწყებლობის უზრუნველყოფას. ორივე შემთხვევაში სალიცენზიო რეჟიმი შეიცვალა მარტივი ნებართვის გაცემის სისტემით.
ამასთან, ციფრული საეთერო მაუწყებლობის გადასვლის ფართომასშტაბიანი რეფორმის გამო, ეროვნულ დონეზე 21 არხი თავისუფლადაა ხელმისაწვდომი (რეფორმამდე 4 ნაციონალური მაუწყებელი იყო) და მყარი საფუძველი ჩაეყარა ელექტრონული მედიის, მედიაპლურალიზმისა და მრავალფეროვნების მდგრად განვითარებას.
„ციფრული დაყოფის გაჯანსაღება მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევისა და საქართველოსთვისაც არის. საქართველოს მთავრობამ განახორციელა ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებები. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 99.7% 4G/LTE მობილური მომსახურებით სარგებლობს, 99.9% - 3G/LTE მობილური მომსახურებით და 70%-იანი ოჯახი ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობს. ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, ქართველ მობილურ ოპერატორებს მობილური LTE/4G ფართოზოლოვანი მომსახურების გაწევის შესაძლებლობა მიეცათ“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.