მარია გაბრიელი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური რესურსების გამოყენებასა და პოლიტიკის განსაზღვრაში
05-06-2018, 11:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში ინტერნეტმმართველობის საკითხებზე ევროპული დიალოგი - EuroDIG 2018 ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართა ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარმა, მარია გაბრიელმა.

 

 

ევროკომისარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას ფორუმის თბილისში მასპინძლობისთვის.

 

 

„EuroDIG ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და რელევანტური რეგიონული ინიციატივაა ინტერნეტმმართველობაზე. ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ სწორედ ევროპას აქვს წამყვანი როლი ინოვაციური რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკის განსაზღვრაში და მომავალშიც ასე გაგრძელდება“, აღნიშნა მარია გაბრილმა.

 

 

ევროკომისარმა თავის გამოსვლაში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა ციფრული სფეროს განვითარებისა და პოლიტიკის მიმართულებით. კერძოდ, მარია გაბრიელმა ისაუბრა ევროპის ციფრული პოლიტიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ინტერნეტის როლის, მისადმი ნდობის, კიბერუსაფრთხოების, პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სხვა აქტუალურ თემებზე.

 

 

„ნდობაზე, ადამიანურ კონტროლზე, საიმედოობაზე, გახსნილობაზე, მრავალფეროვნებაზე და ინკლუზიურობაზე დაფუძნებული ხედვის განსახორციელებლად აუცილებელია იქნება ინოვაციებისა და კვლევების მიამართულების გაძლიერება, მათ შორის ევროპის დონეზე“, განაცხადა ევროკომისარმა.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი