არასამთავრობო სექტორი საქართველოს პრემიერ მინისტრს მიმართავს და იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთ ნაწილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არასამთავრობოები მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის საკითხზე თეა წულუკიანთან კონსულტაციებზე უარს ამბობს.
„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ გაართვა თავი ამ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, თუკი ჩვენ ჩავერთვებით კონსულტაციაში მასთან იმ პროცესში, რასაც მთავარი პროკურორის არჩევა ჰქვია, ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში, ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავარი პროკურორი აარჩიოს, ამიტომ ჩვენ მას მაგიდასთან არ დავუჯდებით", აცხადებს ეკა გიგაური.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.