მიხეილ სააკაშვილი: „ივანიშვილი ალბათ მალე დასრულდება, მაგრამ სანამ ის დასრულდება, მან შეიძლება დაასრულოს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა“
05-06-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილ პრემიერ მინისტრსა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მოქმედ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან გარიგებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ „ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ", რაც მისივე თქმით, გამოიხატება იმაში, რომ ივანიშვილი მზად არის, წავიდეს ნებისმიერ გაყალბებაზე, წულუკიანთან და სუს-თან ერთად, რათა ჰააგის სასამართლომ აგვისტოს ომში ქართველი სამხედროები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა დამნაშავედ სცნოს.

 

 

„ჩემი ინფორმაციით, რაც გვაქვს ჩვენი წყაროებიდან, ივანიშვილი ამზადებს ძალიან დიდ დარტყმას საქართველოს საერთაშორისო პოზიციების წინააღმდეგ. საქმე იმაშია, რომ თქვენ იცით, რომ რუსეთმა გაითამაშა, რომ აღარ თანამშრომლობს საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში. გავიდა რომის სტატუტიდან, იძახის არ ვთანამშრომლობთ. ამავე დროს, რუსებმა შემოუთვალეს ჰააგის სასამართლოს, თუ რამე გინდათ გაამტყუნეთ ქართველები და მაშინ დავბრუნდებით სასამართლოში. თვითონ ოფიციალურად არ თანამშრომლობს. სამაგიეროდ, თავისი აგენტურის მეშვეობით საქართველოში და ახლა იქ ჩასულია ჰააგის ჯგუფი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ინფორმაცია ისე წარმოაჩინონ, რომ ქართველი სამხედროები და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა იყოს დადანაშაულებული ჰააგის სასამართლოს მიერ იმ პირობებში, როდესაც რუსეთზე ხელი არ მიუწვდებათ და რუსეთი ოფიციალურად არც არის ამ პროცესის ნაწილი.

 

 

ერთი სიტყვით იმდენად დაბრმავებულია სიძულვილით საკუთარი ქვეყნის, რომ მზად არის ივანიშვილი წავიდეს ნებისმიერ გაყალბებაზე, ამაში მონაწილეობს წულუკიანი და სუს-ის თანამშრომლები, რომლებიც ამუშავებენ მოწმეებს. მე ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეს არის აბსოლუტური ზუსტი რაც მაქვს ინფორმაცია და ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს. ეს მზადდება ჩვენს თვალწინ, ჩვენს ზურგს უკან. ამას შეიძლება ჰქონდეს ძალიან მძიმე შედეგი ისტორიული საქართველოსთვის და მე უბრალოდ ვალდებული ვარ, ხალხმა იცოდეს სიმართლე.

 

 

ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი მობილიზებულები, ფრთხილად, იმ გაგებით, რომ ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს, საქართველო მსხვერპლია, საქართველო მართალია, მაგრამ საქართველოს ახლა მართავს პირდაპირ მეხუთე კოლონა, პირდაპირ რუსეთის დასმული კაცი, რომელიც აკეთებს იმას, რა დავალებაც ჰქონდა მიღებული თავის დროზე პუტინისგან, მათ შორის ,საერთაშორისო მექანიზმების ამ მიმართულებით გამოყენების.

 

 

თუ ივანიშვილმა თავისი გაიტანა და ამ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად ყველა ბერკეტი მის ხელშია, საქართველო აღმოჩნდება მთლიანად გამტყუნებული და ეს არის მისი გეგმაზომიერი გადაწყვეტილება. ამისთვის არის ეს კაცი საქართველოში. ეს კაცი, ალბათ, მალე დასრულდება, მაგრამ სანამ ის დასრულდება, მან შეიძლება დაასრულოს საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.

 

კომენტარები: 2
#2   მიხო მეორე
      
შენ გინდა არა დაასრულო? ან დაგასრულოს!
23 ივნისი 2018 02:04
#1   თამაზ
      
ასეთი უკიდეგანო ცილისწამებისათვის როგორც წესი პასუხი მოეთხოვებოდა სააკაშვილს, მაგრამ ვინაიდან უკვე კარგა ხანია ეჭვს აღარ იწვევს მისი შეურაცხადობა და (შიზოფრენიის სტაბილურად მძიმე ფორმა), შესაბამისად "უფლებამოსილია" ილაპარაკოს ის, რაც მოეპრიანება.
5 ივნისი 2018 07:45
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი