არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა ცნობილია. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ავალიანი აცხადებს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება, რაც მისივე თქმით, მაღალი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს.
თამარ ავალიანის განცხადებით, დასკვნაში ასახული დაზიანებების გარდა, მიცვალებულს აღენიშნებოდა სხვა ტიპის დაზიანებებიც, რაზეც დასკვნაში საუბარი საერთოდ არ არის.
„არჩილ ტატუნაშვილს, როცა ცოცხალი იყო, მაშინ მიაყენეს ეს მრავალგზის დაზიანებები, მაგრამ პრობლემა რა არის? - სრულყოფილად არ არის აღწერილი ყველა დაზიანება. მაგალითად, ცხვირი ფაქტობრივად მიკერებული ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილს, ამაზე არ არის საუბარი. შუბლზე, როგორც ოჯახი საუბრობს, ჰქონდა ნაჭდევივით - დაზიანება და ნატყვიარიო, ასე ფიქრობს ყოველ შემთხვევაში ოჯახი, ეს დაზიანება უნდა აღწერილიყო, მარცხენა საფეთქელი ასევე შეზნექილი ჰქონდა და ამაზეც არ არის საუბარი დასკვნის ძირითად ნაწილში. ეს დასკვნა იძლევა საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩილ ტატუნაშვილი იქნა ნაწამები იმიტომ, რომ ასამდე მოტეხილობა და დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ასევე საუბარი იმაზე, რომ ეს მკვრივი ბლაგვი საგნით არის მიყენებული და თითოეულ ადგილას ზოგან 38 და მეტი დაზიანება აქვს, რა თქმა უნდა, მე შემიძლია ანალიზი გავაკეთო და ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით, არჩილ ტატუნაშვილი იქნა ნაწამები", განუცხადა „რუსთავი 2"-ს თამარ ავალიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.